„ქართული ოცნება“არ აპირებს თავის გემოვნებაზე მოირგოს კონსტიტუცია, როგორც ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა“
თუ კონსტიტუციის შესწორებაზე იქნება საუბარი, ეს იქნება ძალიან ფართო განხილვის საგანი, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელშიც იქნებიან სხვადასხვა ექსპერტები, ვენეციის კომისია, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და შესაბამისად ერთობლივად იქნება ეს ყველაფერი განხილული.