საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გერმანიის შეიარაღებული ძალების უფროსი ავღანეთში ერთობლივ სწავლებას დაესწრნენ
სწავლება, რომელიც ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული გეგმით პირველად განხორციელდა, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე გაიმართა და მასში ქართველი, გერმანელი და ლიტველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.