World News in Georgian

ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ჰანი

    გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს: „მივესალმები დღევანდელ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც მათ დაიმსახურეს“, – წერს იოჰანეს ჰანი.  

Читайте на сайте