"ნამდვილად დავადგენთ წესს, რომელშიც იქნება ჩაწერილი, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, არ შეეხებათ სუბსიდიების ნაწილი გალარების მიმართულებით"
ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.