აქციზის გადასახადის გაზრდა ზოგიერთი საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა ზრდის გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება – გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით წარსდგა, სადაც მან 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსაზრებები წარმოადგინა: „სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, 2016 წლის გეგმასთან შედარებით, 10.5%-ით იზრდება. 2017 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების თანაფარდობა მშპ-ის საპროგნოზო ოდენობასთან 24.5%-ს უტოლდება. საგადასახადო შემოსავლების მატება ძირითადად აქციზის გადასახადზე […]