თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დაწინაურების მიზნით კონკურსი ჩატარდა
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკურსი ჩაატარა. კონკურსი 24-25 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურდა დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულო იყო ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის […]