ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
უზენაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ბოლო ინსტანციის სასამართლომ მკვლელობის ნაწილშიც გაამტყუნა და 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ტრანსგენდერი ადვოკატი, ციალა რატიანი ადასტურებს. ბრალდებული კოჭლაშვილი ორი ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ სახლისთვის ცეცხლის წაკიდების ეპიზოდში სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, განზრახ მკვლელობაში კი გაამართლა. უზენაესმა სასამართლომ თბილისის საქალაქო და […]