”ბოკერია წვავს მტკიცებულებებს, რომლებზეც ასახულია მისი და სააკაშვილის ერთობლივი საქმიანობა”
არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობიდან” გუნდის ნაწილის წასვლას. შეფასებებში აქტიურობით მედიის წარმომადგენლებიც გამოირჩევიან. ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, კომენტარით: ”ბოკერია წვავს ფოტო და ვიდეომტკიცებულებებს, რომლებზეც ასახულია მისი და სააკაშვილის ერთობლივი საქმიანობა”, – წერს მძინარაშვილი. ”ზის თურმე მიშა სააკაშვილი და ითვლის…”