აკაკი მინაშვილი: მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება
პარლამენტის რეგლამენტიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.