რუსთავის მერიამ მაღალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერების დალუქვა დაიწყო
რუსთავის მერიის განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ქალაქის მასშტაბით მაღალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერების დალუქვა ეტაპობრივად განხორციელდება.