სალია: „ჩვენ გამოვრიცხავთ ნებისმიერი სახის ხისტ მოქმედებებს“
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების მოთხოვნით ისინი უზენაეს სასამართლოს ორშაბათს მიმართავენ, რის შემდეგაც შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს წილების ასახვა უკვე სასამართლოს მიერ დადგენილი მესაკუთრეების სახელზე.