“„აბა თქვენ იცით მანდ. იმხიარულეთ და ჯანმრთელად იყავით.” მედვედევს ვერ მოვუარეთ! – ვლადიმერ პუტინი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საზოგადოებას პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის ავადმყოფობის შესახებ აცნობა. ინფორმაციას ავრცელებს РБК. „ეპიდემიის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ასე თუ ისე მცირდება, მაგრამ დიმიტრი ანატოლიევიჩს სათანადოდ ვერ მოვუარეთ,“– თქვა პუტინმა. სოციალურ ქსელში მედვედევის ავადმყოფობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Twitter-ზე ბევრმა გაიხსენა უკვე მემად ქცეული მედვედევის ფრაზა „აბა თქვენ იცით მანდ. იმხიარულეთ და ჯანმრთელად იყავით.”