“ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების პრიორიტეტის დაყენება საკუთრების თავისუფლების წინაშე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია და ვთვლი, რომ არის რისკების შემცველი"
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ “რუსთავი 2”- ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შესაძლო მიმართვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.