ანა დოლიძე - ნდობა ემოციური დამოკიდებულების საკითხია, ჩვენ იმ მითითებებს ვითვალისწინებთ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, „ფარული მოსმენების“ შესახებ კანონთა პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რომელიმე უწყების მიმართ ემოციურ დამოკიდებულებებს არ ითვალისწინებს.