"როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩემი აზრით, ეს არის იგივე, რაც აღიარო ოკუპირებული ტერიტორიები"
ამის შესახებ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის რომან გოცირიძის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.