გიორგი მარგველაშვილი - დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის დადასტურებაა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.