ინდონეზიაში ზღვამ უცნაური გიგანტური ცხოველი გამორიყა (ვიდეო)
ინდონეზიაში, დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ზღვამ უცნაური გიგანტური მკვდარი ცხოველი გამორიყა. იგი სიგრძეში დაახლოებით 15 მეტრია, სიგანეში 6-7 მ. ადგილობრივების აზრით ეს გიგანტური კალმარია, ხოლო ზოგიერთი ბიოლოგი მას უკბილო ვეშაპების ერთ-ერთ სახეობად მიიჩნევს.