„15 წელია ვცხოვრობთ საქართველოში და ვართ პედაგოგები. არ ვიცი რატომ დაიჭირეს ჩემი მეუღლე“
თუბა ჩაბუქის ინფორმაციით, მისი მეუღლე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დღეს სამსახურში მიდიოდა, როდესაც ის დააკავეს. მისი თქმით, ისინი საქართველოში უკვე 15 წელია ცხოვრობენ და ოჯახისთვის უცნობია თუ რატომ დააკავეს მისი მეუღლე.