საქალაქო სასამართლომ დემირელის სკოლის ერთერთ მმართველს მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა
პროკურორები წინასწარ პატიმრობას თურქეთის საგამოძიებო უწყების მიერ გადმოცემული მასალების საფუძველზე ითხოვდნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, აუცილებელი იყო მისი პატიმრობაში დატოვება, რადგან არსებობდა სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე.