4 декабря 2024 года

World News in Georgian

Декабрь
2024
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

შსს რუსთაველზე მოქალაქეებს „ზედაპირულად ათვალიერებს“, საია ამბობს, რომ ეს დაშინების მცდელობაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და „რუსთაველთან“ იმ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიან. პოლიცია განმარტავს, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი: „ჩვენი მოვალეობაა და შეგვიძლია ზედაპირული დათვალიერება. კანონსაწინაღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. ნებისმიერ პოლიციელს აქვს უფლება გადაამოწმოს მოქალაქე. ეს ხდება წლების განმავლობაში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს დავით ლომიძესა და თენგო ზასოხაშვილს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც  დაცვის მხარისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი საგარეო მინისტრი ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა - სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი

„ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი  დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა ტელეფონით. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი 4 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. „მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს“, - იუწყება სამინისტრო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულშითინგი

ექვსი თვის წინ ვწერდი, რომ საქართველოს საჯარო პირები ბულშითინგის გინესის წიგნში რეკორდებს ყოველდღიურად ხსნიან. თუმცა მაშინ არ იყო ჩემპიონის სახელი ცნობილი: როგორც იცით, რამდენიმე პრეტენდენტი ჰყავდა ამ ტიტულს. მინდა გახაროთ, რომ 3 დეკემბერს ჩვენ უკვე გვყავს ჩემპიონი და მისი სახელია ირაკლი კობახიძე! საქართველოში აქამდე იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში, ჭიდაობაში, კრივში, ძიუდოში! და აი, ახლა მას ახალი დისციპლინა - ბულშითინგი - შეემატა! მკითხველს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები ვულგარულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინკენი: უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს შეხვედრაზე პირობა დადო, რომ უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე იმყოფება: „ამ საკითხს პრაქტიკულად ვუდგებით. ჩვენ შევქმენით ნატოს სპეციალური სამეთაურო, რომლის მიზანია ამ გზაზე უკრაინის მოძრაობის დაჩქარება. ჩვენი მსჯელობების ერთ-ერთი თემა იყო ამ სამეთაუროს უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით, მათ შორის პერსონალით. ახლა ქვეყნებმა იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ სამეთაურო სრულად ფუნქციური გახადონ. ამ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რეფორმებთან ერთად, რომლებსაც უკრაინა ატარებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კუპატაძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიმა, თეიმურაზ კუპატაძემ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლების ჩხრეკაზე.

Radiotavisupleba.ge 

რესპირატორები მაღაზიებში აღარ იყიდება

რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გემმა ბალტიის ზღვაში ცეცხლი გაუხსნა გერმანიის ვერტმფრენს

ბალტიის ზღვაში რუსული გემიდან ესროლეს ბუნდესვერის შვეულმფრენს. ამის შესახებ მოკლედ ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ნატოს შეხვედრის მსვლელობისას. სროლა განხორციელდა სასიგნალო რაკეტებით, ვერტმფრენი არ დაზიანებულა. Deutsche Welle-ს ცნობით, ვერტმფრენი სადაზვერვო მისიას ასრულებდა. ბერბოკს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის გემიდან განხორციელდა სროლა. გაზეთი Berliner Zeitung-ი იტყობინება, რომ ეს იყო სამოქალაქო ტანკერი. გერმანულმა სააგენტო DPA-მ აღნიშნა, რომ სასიგნალო რაკეტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, პროტესტი „დაგეგმილია“ და არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა მოაქვს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიებისა და აქტივისტების ჩხრეკას „არა რეპრესიად, არამედ პრევენციად“ აფასებს, ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები წინასწარ დაგეგმილია და ერთ-ერთ არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს. „ერთო საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ [არეულობა] წინასწარ იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“, - განაცხადა კობახიძემ, - „გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში“. დემონსტრანტების ნაწილი სპეცრაზმთან დაპირისპირებისას პიროტექნიკას იყენებს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს კოკა კაციტაძეს - "თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რადგან თვლის რომ ამ უწყების მხრიდან ეფექტური გამოძიება მიმდინარე პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უწყებასთან დაკავშირებას მისი ადმინისტრაცია ვერ ახერხებს.  "არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, აირწინაღი“ - ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დამთავრდა

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ატარებდნენ სამართალდამცავები ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში საგამოძიებო მოქმედებას. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნენსი ვოლანდმა თქვა, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე, რა საქმის ფარგლებში ჩაატარეს მის ბინაში ჩხრეკა. სამართალდამცავებმა ბინიდან რამდენიმე ნივთი წაიღეს: „წაიღეს წიწაკის სპრეი, რომელიც თავდაცვის საშუალებაა და ნებისმიერ ქალს უნდა ჰქონდეს და აირწინაღი, რომელსაც ვიყენებ აქციებზე, როდესაც გაზს უშვებენ. წაიღეს ასევე ტელეფონი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტი: რეპრესიული ძალები პოლიტიკოსებს ათრევენ, იჩხრიკება პარტიის ოფისები და პრემიერი ამას ეძახის "პრევენციას"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ოპოზიციური პარტიების ოფისების, აქტივისტების სახლების ჩხრეკას, ოპოზიციონერების დაკავებას და "რეპრესიებს" უწოდებს ბოლო რამდენიმე საათში განვითარებულ მოვლენებს.

Radiotavisupleba.ge 

მწერალთა სახლში ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდა მწერლებს - ნოდარ მაჭარაშვილმა ტორესა მოსს აგინა და ჩაარტყა

მწერალთა სახლში ლიტერატორებს დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი დახვდა. ლიტერატორები დუმბაძისგან საპროტესტო აქციაზე დაკავებული მწერლების მხარდაჭერას ითხოვენ. ნოდარ მაჭარაშვილმა ნესტან ნენე კვინიკაძეს უთხრა, რომ ისინი მის "ოჯახში იჭრებიან." "პატიმრის დაცვას მასწავლით, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე?!" - ეუბნება ნოდარ მაჭარაშვილი ნესტან ნენე კვინიკაძეს და არწმუნებს, რომ დედამისს, ქეთი დუმბაძეს, არაფრის გაკეთება არ შეუძლია აქციაზე დაკავებული და ნაცემი მწერლების მხარდასაჭერად. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩხრეკა მიმდინარეობს ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში

ილიაუნის ასისტენტ-პროფესორის, საბა ჯაჯანიძის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაახლოებით 17 საათიდან ატარებენ ჩხრეკას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. ადვოკატი საბა ჯაჯანიძის ბინაში ცოტა ხნის წინ შევიდა. უცნობია, რის საფუძველზე მიმდინარეობს მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები. საბა ჯაჯანიძის ბინის კართან მისულია მისი დედაც და ითხოვს სახლში შესვლას: „რა გისწავლიათ ჩემს შვილზე მეტი? მე ცუდ სიტყვას ვერ გეტყვით, მაგრამ თქვენ ხართ სინდის-ნამუსგარეცხილი ხალხი, გრძნობა რომ აღარ გაქვთ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

Reuters: მრჩევლებმა ტრამპს წარუდგინეს სამი გეგმა, რომლებიც უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის მრჩევლებმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე გეგმა შესთავაზეს უკრაინაში ომის დასასრულებლად, იუწყება Reuters-ი. ეს წინადადებები მომდინარეობს ტრამპის სამი მრჩევლისგან, მათ შორის გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგისგან. ყველა ეს წინადადება შეიცავს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარს. როგორც სააგენტო წერს ტრამპთან დაახლოებულ პირებთან საუბრებისა და გამოთქმული წინადადებების ანალიზის საფუძველზე, არჩეული პრეზიდენტის მრჩევლებს სურთ, მოსკოვი და კიევი აიძულონ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აქციების საქმეების მოსამართლე: "არ ვყოფილვარ რუსთაველზე გუშინ, გუშინწინ... მირჩევენ არ გავიდე, რას ჰგავს რუსთაველი"

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ რევაზ ხაბელაშვილს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში საქმის განხილვის დასასრულს შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ თქვა: "მისივე [დაკავებულის] განმარტებით, რომ სხვა მიზნით იყო მისული ადგილზე, ვთვლი, რომ თუ მოსამართლე გამოიყენებს სახდელს, ეს სახდელი იყოს მინიმალური, თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ. პატიმრობა არ არის შესაფერისი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

არის პრევენცია და არა რეპრესიები - კობახიძე პარტიების და აქტივისტების ჩხრეკაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პოლიტიკური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში პოლიციის მიერ 4 დეკემბერს ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“. „მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. კობახიძემ ასევე თქვა, რომ „სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს, ჩვენი გათვლებით, იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ მოიქცნენ ჩხრეკის შემთხვევაში

მას შემდეგ, რაც 4 დეკემბერს პოლიციამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების ოფისების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ბინების ჩხრეკა, ადამიანის უფლებათა დამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, წერს: „თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563 სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„დაფიონის“ ცნობით, ჯგუფის ლიდერი დააკავეს, გრძელდება ჩხრეკა სხვა აქტივისტებთან

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ჯგუფის ფეისბუკგვერდის ცნობით, ის „პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს“. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას. 4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია, ასევე „ლელოს“ ორი წევრი. ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების - „გირჩი-დროას“, „ახლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ - ოფისებში. ასევე - სამოქალაქო აქტივისტების სახლებში, მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს ჩხრეკას ატარებს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში. სამართალდამცავებმა ნენსი ვოლანდი ჩხრეკისთვის თავად წაიყვანეს სახლში. იგი იმყოფებოდა „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის სახლთან - ბინაში შსს-ს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ. რის საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა ნენსი ვოლანდის სახლში, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება ილია ღლონტის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას, ის ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული - 225-ე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დააკავეს „ლელოს“ წევრები, რომლებიც აქციაზე „ფარულ ჩანაწერში ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ. დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია. იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს. „ტელეკომპანია „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახანს დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, - წერს ბუაძე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„გირჩი-დროას“ ოფისთან დააკავეს აქტივისტი გელა ხასაია

„გირჩი-დროას“ ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია. ის ნიღბიანმა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩხრეკას ატარებდნენ. მისი დაკავების კადრებში ჩანდა, რომ გელა ხასაიას მხრიდან არ ჰქონია ადგილი უკანონო ქმედებას, როდესაც მას რამდენიმე ნიღბიანი სამართალდამცავი დაესხა თავს და დააკავეს. 2 დეკემბერს გელა ხასაიას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ მისთვის უცნობი პირები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ირანელი ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი ავადმყოფობის გამო დროებით გამოუშვეს ციხიდან

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა 4 დეკემბერს. „სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თეირანის პროკურატურამ ქალბატონი ნარგეს მოჰამადის მიმართ განაჩენის აღსრულება სამი კვირით შეაჩერა და ის ციხიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზია მისი ფიზიკური მდგომარეობა სიმსივნის ამოკვეთისა და ძვლის გადანერგვის შემდეგ, რაც 21 დღის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია დააკავეს

ოპოზიციური პარტია „ახალის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს.