5 декабря 2024 года

World News in Georgian

Декабрь
2024
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

შსს რუსთაველზე მოქალაქეებს „ზედაპირულად ათვალიერებს“, საია ამბობს, რომ ეს დაშინების მცდელობაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და „რუსთაველთან“ იმ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიან. პოლიცია განმარტავს, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი: „ჩვენი მოვალეობაა და შეგვიძლია ზედაპირული დათვალიერება. კანონსაწინაღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. ნებისმიერ პოლიციელს აქვს უფლება გადაამოწმოს მოქალაქე. ეს ხდება წლების განმავლობაში“... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს პატიმრობა შეეფარდათ

მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა შეუფარდა, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებისა და სპეცტექნიკისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს დავით ლომიძესა და თენგო ზასოხაშვილს. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც  დაცვის მხარისგან განსხვავებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატების მტკიცებით, არ არსებობდა პატიმრობის საფუძველი, ამას გარდა მტკიცებულებების მოპოვება გამოძიებამ პროცედურის დარღვევით წარმართა, რასაც არ ეთანხმება პროკურატურა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ახალი საგარეო მინისტრი ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა - სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი

„ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი  დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა ტელეფონით. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი 4 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. „მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს“, - იუწყება სამინისტრო. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ბულშითინგი

ექვსი თვის წინ ვწერდი, რომ საქართველოს საჯარო პირები ბულშითინგის გინესის წიგნში რეკორდებს ყოველდღიურად ხსნიან. თუმცა მაშინ არ იყო ჩემპიონის სახელი ცნობილი: როგორც იცით, რამდენიმე პრეტენდენტი ჰყავდა ამ ტიტულს. მინდა გახაროთ, რომ 3 დეკემბერს ჩვენ უკვე გვყავს ჩემპიონი და მისი სახელია ირაკლი კობახიძე! საქართველოში აქამდე იყვნენ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში, ჭიდაობაში, კრივში, ძიუდოში! და აი, ახლა მას ახალი დისციპლინა - ბულშითინგი - შეემატა! მკითხველს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი სიტყვები ვულგარულია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ენტონი ბლინკენი: უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში, ნატოს შეხვედრაზე პირობა დადო, რომ უკრაინა ნატოსკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე იმყოფება: „ამ საკითხს პრაქტიკულად ვუდგებით. ჩვენ შევქმენით ნატოს სპეციალური სამეთაურო, რომლის მიზანია ამ გზაზე უკრაინის მოძრაობის დაჩქარება. ჩვენი მსჯელობების ერთ-ერთი თემა იყო ამ სამეთაუროს უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით, მათ შორის პერსონალით. ახლა ქვეყნებმა იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ სამეთაურო სრულად ფუნქციური გახადონ. ამ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რეფორმებთან ერთად, რომლებსაც უკრაინა ატარებს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კუპატაძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიმა, თეიმურაზ კუპატაძემ 4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლების ჩხრეკაზე.

Radiotavisupleba.ge 

რესპირატორები მაღაზიებში აღარ იყიდება

რესპირატორები და აირწინაღები, რომელსაც ბოლო ექვსი დღეა დემონსტრანტები აქციაზე გაშვებული ცრემლმდენი აირის საწინააღმდეგოდ იყენებენ, დიდ სამშენებლო მაღაზიებში აღარ იყიდება. აირწინაღები აღარ იყდება არც ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიებში.

Radiotavisupleba.ge 

ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი

ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი. მისი თქმით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ მათ სახალხო დამცველის აპარატისგან შეიტყვეს. ინფორმაცია დაკავებულის შესახებ მათთვის ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუწვდია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის უცნობია, როგორია ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გემმა ბალტიის ზღვაში ცეცხლი გაუხსნა გერმანიის ვერტმფრენს

ბალტიის ზღვაში რუსული გემიდან ესროლეს ბუნდესვერის შვეულმფრენს. ამის შესახებ მოკლედ ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ნატოს შეხვედრის მსვლელობისას. სროლა განხორციელდა სასიგნალო რაკეტებით, ვერტმფრენი არ დაზიანებულა. Deutsche Welle-ს ცნობით, ვერტმფრენი სადაზვერვო მისიას ასრულებდა. ბერბოკს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის გემიდან განხორციელდა სროლა. გაზეთი Berliner Zeitung-ი იტყობინება, რომ ეს იყო სამოქალაქო ტანკერი. გერმანულმა სააგენტო DPA-მ აღნიშნა, რომ სასიგნალო რაკეტების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კობახიძის თქმით, პროტესტი „დაგეგმილია“ და არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა მოაქვს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიებისა და აქტივისტების ჩხრეკას „არა რეპრესიად, არამედ პრევენციად“ აფასებს, ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციები წინასწარ დაგეგმილია და ერთ-ერთ არგუმენტად პიროტექნიკის გაყიდვის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს. „ერთო საინტერესო დეტალი შემიძლია გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ [არეულობა] წინასწარ იყო დაგეგმილი დეკემბრისთვის“, - განაცხადა კობახიძემ, - „გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში“. დემონსტრანტების ნაწილი სპეცრაზმთან დაპირისპირებისას პიროტექნიკას იყენებს. Читать дальше...