"სამინისტროს არ ჩაუტარებია კვლევა საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შესახებ", - შს მინისტრის მოადგილე

"ჩვენ არ მოგვიწევს ევროპის სასამართლოში წასვლა, რადგან არ ვართ ევროკავშირის წევრები. ჯერ გავიგოთ, რა არის ევროკავშირის მოთხოვნა და მერე ვიფიქროთ, რომ შევიდეთ, რა ვქნათ," - ეს განცხადება შს სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა შალვა ხურციშვილმა პარლამენტში გააკეთა, სადაც ის დეპუტატებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

შეხვედრა დეპუტატებსა და შს სამინისტროს წარმომადგენელს შორის ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეგულაციების ცვლილებას არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია არ იზიარებს.

შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ სამინისტროს არ ჩაუტარებია კვლევა საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შესახებ, რამდენად ზრდის საფრთხეს ის მოძრაობისას. ხუციშვილი ამბობს, რომ მსგავსი კვლევები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშია ჩატარებული. 

სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას დეპუტატებთან ერთად არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან. 

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

Читайте на сайте