ძველი თბილისის ისტორიული აბანოები დახურვის საფრთხის ქვეშ

ძველი თბილისის ისტორიული აბანოები შესაძლოა, დაიხუროს.  მიზეზი ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის ახალი სატარიფო სისტემაა, რომელიც კომპანიამ 2015 წლიდან დააწესა.

თბილისის წყალმომარაგების ლიცენზიანტი კომპანია ჯორჯიან უოთრ ენდ ფაუერი აბანოებს მოხმარებული გოგორდის წყლის, საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულების გადახდას სთხოვს. კომპანია 1 კუბურ მეტრზე წყლის კომპანია 84 თეთრს ითხოვს. თითოეული აბანო კი დღე-ღამეში საშუალოდ 1000 კუბურ მეტრს მოიხმარს.

აბანოების ხელმძღვანელების თქმით, რამდენიმე ათასით გაძვირებული გადასახადის დაფარვას ვერ ახერხებენ. ამის გამო მათ დავალინებაც დაუგროვდათ.  

მეპატრონეები ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ნომრები ცარიელია, ავზი კი სავსე და წყალი  კანალიზაციაში იღვრება. სწორედ ამ დაღვრილი წყლის საფასურს ვეღარ იხდის აბანოთუბნის 6 აბანო, რომელსაც 5 კერძო მფლობელი ჰყავს.

განმარტებებს აკეთებენ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ხელმზღვანელობაში.

ბილინგის სამსახურის უფროსის თქმით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წესების შეცვლა 2015 წლის მარტიდან გადაწყვიტა. ფიქსირებული გადასახადი გაუქმდა და ამიტომ ექვს აბანოს კომპანიის მიმართ ამ დროისთვის 250 ათასი ლარის დავალიანება უკვე დაუგროვდა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბანოთუბანს სასამართლოში უჩივის.

 

 

ავტორები: ეკა ქადაგიშვილი, ნიკა ლებანიძე.

Читайте на сайте