ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან მკაცრი და მძაფრი იქნება ჩვენი რეაქცია - თედო ჯაფარიძე
უმრვლესობის წევრმა, თედო ჯაფარიძემ, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მომხდარი არის დანაშაული, რომელსაც რეაგირება უნდა მოყვეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების მხრიდან".
„რა თქმა უნდა, ამაზე ორი აზრი არ იქნება, რომ ძალიან მკაცრი, მძაფრი იქნება ჩვენი რეაქცია. დაიღუპა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ჩვენს ტერიტორიაზე, მარგამ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია. მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა გაიწელოს, მაგრამ მერწმუნეთ, რეაქცია ჩვენი ხელისუფლების იქნება ძალიან მძაფრი,“ - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე აკეთებს ყველაფერს, რომ ადგილზე უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
„მე მგონია, რომ ყველაფერი იმ არსებული ფორმატის საზღვრებშია, მაგრამ ადგილი აქვს გარკვეულ მოვლენებს, მათ შორის ესეთ ტრაგიკულ შემთხვევას,“ - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.