გადადგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - შალვა ნათელაშვილი

ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტების ლიდერი პასუხისმგებლობას შემთხვევაზე რეაგირების კუთხით გაეროში საქართველოს ელჩს, სუსის უფროსსა და მინისტრთა კაბინეტს აკისრებს.

„კატეგორიულად მოვითხოვთ რუსული მხარისგან, გადმოსცეს დამნაშავე დასასჯელად საქართველოს მართლმსაჯულებას. მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან, აღძრას საქმე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყველა სეპარატისტ თანამდებობის პირის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით და გამოაცხადოს მათზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლით. დაუყონებლივ გადადგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გომელაური, რომელიც არის არა ქვეყნის უშიშროება, არამედ ივანიშვილის პირადი დაცვა. სასწრაფოდ იყოს გამოწვეული გაეროში საქართველოს ელჩი, კახა იმნაძე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ერთი საპროტესტო გამოსვლაც კი არ ჰქონია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

Читайте на сайте