ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის მოძალადეების რეჟიმი - აქცია მთავარ პროკურატურასთან

მთავარ პროკურატურასთან თავისუფალი დემოკრატების აქცია მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები კაბელების საქმეზე მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს აპროტესტებენ.

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებას მთავარ პროკურატურასთან შეკრებილები "პოლიტიკურს" უწოდებენ და ბრალდებულებს "ივანიშვილის პოლიტ-პატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის მოძალადეების რეჟიმი. ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტ-პატიმრები და ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა.

მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან რესპუბლიკური პარტიის წევრებიც, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები უსამართლოდ არიან დაკავებულები.

თავისუფალ დემოკრატებს დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვდასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის პაატა ბურჭულაძის პარტიამ, რომლის წარმომადგენლები დღეს მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან.

Читайте на сайте