„ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლინება" - ხათუნა ლაგაზიძე პრემიერის განცხადებაზე
პრემიერის მოწოდებას, წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღების თაობაზე, მძიმე წინასაარჩევნო ფონის გადაფარვის მცდელობად აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია.
ოპოზიციის წარმომადგენლბი აცხადებენ, რომ პრემიერი ამ განცხადებით ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ ქვეყანაში კარგი წინასაარჩევნო გარემოა შექმნილი.
„ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლინება, ისინი არ არიან ავტორები ამ ინიციატივის, ისინი უბრალოდ გამოეხმაურნენ ევროსტრუქტურების მოწოდებას, ხელი მოეწეროს მსგავს ფაქტს, რომელიც დაავალდებუელბს პოლიტიკურ პარტიებს შეიკავონ თავი ძალადობისგან,“- განაცხადა სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.
გიორგი კვირიკაშვილი წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღებისკენ მოუწოდებს. პრემიერმა სამი ძირითადი საკითხი გამოყო. უმოკლეს დროში მოხდეს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება, უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციულ რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა და პოლიციამ ყველაფერი გააკეთოს ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი