"ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად "- ზურაბ აბაშიძე
ოპოზიცია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. მათი თქმით საეჭვოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების რეკომენდაციები ხელისუფლებამ გაითვალისწინოს.
“ამ მთავრობას აქვს აღებული მხოლოდ ერთი გზა, ისინი სამართლიან არჩევნებში წააგებენ, ისედაც წააგებენ, მაგრამ მათ ურჩევნიათ მოამზადონ ზონდერები, რომ ფორმალური გამოძიება ჩაატარონ და ამით ცდილობენ ხალხის უკმაყოფილების გადაფარვას“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაჭავარიანმა.
პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად.
“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად, სტანდარტებზე რომელზეც არის საუბარი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ უმაღლეს სტანდარტს უნდა მივაღწიოთ, სწორედ მათ დაიწესეს ეს, მათი ბარიერია და ამას აკვირდება მთელი მსოფლიო“ - აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში სამართლიანი არჩევნები საარჩევნო კანონების მიღებაზე საუბრობენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას ყველა ძალადობრივი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ.
მათ გამოყვეს რამდენიმე პრობლემა, რომელიც მათ აზრით, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანია და რეკომენდაციების სახით გადაუგზავნეს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს.
ავტორი: ნათია გოგსაძე.