„პრემიერის განცხადება არის არა მხოლოდ ფარისევლობა, არამედ უკიდურესი ცინიზმი" - ზაზა ბიბილაშილი

„პრემიერის განცხადება არის არა მხოლოდ ფარისევლობა, არამედ ეს არის უკიდურესი ცინიზმი," - ასე ეხმაურება ნაციონლაური მოძრაობის პოლიტიკური საჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი პრემიერის მოწოდებას, წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით. 

"ეს არის მოსახლეობის დაცინვა. ვინაიდან, პრობლემა, რომელზეც პრემიერი საუბრობს,  თავიდან ბოლომდე არის ხელისუფლების ხელში,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა ამავე კონტექსტში კორცხელის ინციდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ფონზე, პრემიერის განცხადება არაადეკვატურია.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ქცევის კოდექსი მიღებული და შემუშავებული უნდა იყოს პარლამენტის მიერ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მოწოდებას ნაციონალური მოძრაობაც შეუერთდება.

„შესრულდება თუ იქნა პოლიტიკური ნება, თუ ხელი მოაწერა და აიღეს ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა სუბიექტებმა. გარანტია არავის აქვს, მაგრამ უფრო მეტი შანსი იქნება ამის,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ მისი პარტია, ქცევის კოდექსის გარეშე, მაქსიმალურად შეეცდება დაიცვას ის ნორმები, რომელიც უნდა იყოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნების დროს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

Читайте на сайте