"საარჩევნო კოდექსში რადიკალური ცვლილება ახლა უკვე შეუძლებელია" - გუგული მაღრაძე
ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს არასამათვარობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები. არასამთავრობო ორგანიზაციაში საარჩევნო კანონების მიღებაზე საუბრობენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას ყველა ძალადობრივი ფაქტის დროულად გამოძიებისკენ.
მათ გამოყვეს რამდენიმე პრობლემა, რომელიც მათ აზრით, წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვანია და რეკომენდაციების სახით გადაუგზავნეს ხელისუფლებას და ასევე პოლიტიკურ პარტიებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათივე აზრით, ძალადობრივი ფონის მოხსნაა და ითხოვენ, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ჩატარდეს დეტალური გამოძიება.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამ ტიპის გამოწვევებზე ისინი ადეკვატურად რეაგირებენ.
“რადიკალური ცვლილება ახლა უკვე საარჩევნო კოდექსში შეუძლებელია იმიტომ, რომ უკვე გამოცხადებულია არჩევნები. ამის გამო ვთვლი, რომ რაღაც საგანგაშო არ არის. ცოტა მოულოდნელი იყო 4 თვიანი ვადა არჩევნების წინ“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა გუგული მაღრაძემ.
მისივე თქმით, კორცხელის ინციდენტი ხელისუფლების ყველა წევრმა დაგმო და დანარჩენი უკვე სამართალდამცავი ორგანოების საქმეა.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის თქმით, არჩევნების დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ყოფნა არის მნშვნელოვანი. მისივე თქმით, კორცხელის ინციდენტის მონაწილეებს აქვთ ბრალი წაყენებული.
ავტორი: ნათია გოგსაძე.