პრემიერის მოწოდება - უმრავლესობის წევრები წინასაარჩევნო პროცესში ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან
პრემიერმინისტრის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება წინასაარჩევნოდ ქცევის კოდექსის მიღებას, დეპუტატები აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან.
უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ, პროცესი აუცილებელია მიმდინარეობდეს მშვიდ გარემოში და არა ცილისწამების და შეურაცხყოფის ფონზე.
„ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია საარჩევნო პროცესი წავიდეს მშვიდ გარემოში და პოლიტიკური ჭიდილის ფონზე მიდიოდეს ეს ყველაფერი და არა ურთიერთშეურაცხყოფების ფონზე,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ამავე თემასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა.
„ზოგიერთს დედის გინება იავნანასავით ესმის, ზოგიერთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს. დეპუტატებს აქვთ თმენის ვალდებულება, მაგრამ დეპუტატიც არის ადამიანი, არის ქვეყნები, სადაც დედის გინება იავნანაა და ეს საქართველოა, ამიტომ კანონი უნდა იყოს ძალიან მკაცრი, რომ თითოეულმა ადამიანმა შეიკავოს თავი,“ - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
რესპუბლიკელების წევრი თემურ ნერგაძე აცხადებს, რომ ეთიკის კოდექსზე, არჩევნების წინ ყველა აწერს ხელს, თუმცა მას არავინ არ ასრულებს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი