ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს შეფასებას ვერ გაექცევა - პავლე კუბლაშვილი

თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას აფასებს. მისი თქმით, ვინც ჩაიდინა დანაშაული პასუხისგებაში უდნა მისცენ.

“კანონის უზენაესობაზე აქვს პრეტენზია დღევანდელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, გამოიძიონ და ყველა დამნაშავე პირი თუ ჩაიდინეს დანაშაული, პასუხისგებაში უდნა მისცენ“ - განაცხადა აბაშაიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის წევრის პავლე კუბლაშვილის თქმით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს მითითებებს ვერ გაექცევა.  

“რა თქმა უნდა, ეს მითითება არის მნიშვნელოვანი. ამ შეფასებას დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაექცევა და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა“ - აღნიშნა კუბლაშვილმა.

პარტია ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომ გამოძიება იყოს სერიოზული მეთვალყურეობის ქვეშ.

“ის, რომ ხელისუფლებამ გამოძიება არ დაიწყო და აგვიანებს ამ პროცესს, კიდევ ერთხელ მიუთითებს საფუძვლიან ეჭვებზე, რომ შეიძლება მართლაც ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ.  მაგრამ უბრალოდ გამომძიებლის ჩუმად პუტუნი კი არ გჭირდება, გვჭირდება არა სამთავრობო სექტორის ჩართულობა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რომ ეს იყო სერიოზული მეთვალყურეობის ქვეშ,“ - განაცხადა ვაშაძემ.    

ავტორი: ანა წერეთელი

Читайте на сайте