"საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება,"-ზურაბ აბაშიძე რუსეთში ქართული პროდუქციის შესაძლო აკრძალვაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო კომიტეტის წევრის მიერ გაკეთებულ იმ მიმართვას ეხმაურება, რომელიც რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური სასმელების აკრძალვას ეხება.

განცხადება ზურაბ აბაშიძემ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ეს ერის დუმის მხოლოდ ერთი კომიტეტის წევრის მიმართვა, შესაბამისად ამას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

მიუხედავად ამისა აბაშიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს ქართული მხარე განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება.

“ეს გადაწყვეტილი არ არის, როგორც ჩანს ეს  დუმის ერთ-ერთი კომიტეტის წევრების ინიციატივაა. რაიმე ახალ რეალობასთან, ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს. ეს ჯერ კიდევ 2014 წელს მოხდა. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო რა თქმა უნდა ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით  ეკიდება,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ქართული ღვინისა და მინერალური სასხმელის იმპორტის აკრძალვისთვის ემზადება. შესაბამისი რეკომენდაციით მთავრობას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო კომიტეტის წევრი მიმართავს. იან ზელინსკის განცხადებით, ეს იქნება საპასუხო ზომა ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის კრიზისისა და ყირიმის ანექსიის გამო ამოქმედებული სანქციების პოლიტიკას შეუერთდა. 

Читайте на сайте