ზეწოლა მოსამართლეებზე - გიორგი მარგველაშვილი გიორგი პაპუაშვილს ტელეფონით ესაუბრა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, სადაც პაპუაშვილი მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს, პაპუაშვილს გიორგი მარგველაშვილი ტელეფონით ესაუბრა. 

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დახმარება შესთავაზა.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტსა და გიორგი პაპუაშვილს შორის პირისპირ შეხვედრაც დაიგეგმა. 

"საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა დახმარება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. მოიკითხა არის თუ არა მყისიერი ჩარევის აუცილებლობა ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობა ჯერ არ არის. ისინი შეთანხმდნენ, რომ მალევე შედგებოდა საუბარი პირისპირ და კონკრეტული განცხადების დეტალებს პაპუაშვილი პრეზიდენტს პირადად გააცნობდა,"- განაცხადა ანა დოლიძემ.  

Читайте на сайте