გიორგი სოფრომაძე პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გიორგი სოფრომაძე იმ პოლიციელებს, რომლებმაც ის დღის ბოლოს სამტრედიაში აქციის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, მას არც ის განუმარტეს, თუ რა მიზეზით წაიყვანეს ის პოლიციის განყოფილებაში. აქციაზე სამტრედიაში მოძრაობა თეთრი ხმაური რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლასა და 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიებას ითხოვდა. სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორისა დაპირისპირებაც მოხდა.

“დაკავება მოხდა აქციის დასრულების შემდგომ, როდესაც ქუთაისისკენ მოვემართებოდი, სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო. როდესაც მე დავსვი კითხვა თუ რატომ ხდებოდა ჩემი დაკავება და გადაყვანა პოლიციის შენობაში და ამაზე პასუხი ვერ მივიღე. ბუნებრივია ამ დაკავების პროცესს ახლდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. მე ამას შევაფასებდი როგორც კიდევ  ერთ გამოვლინებად არსებული პოლიციური სისტემისა, რომელიც არ დანგრეულა,“ - განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა გიორგი სოფრომაძემ.

Читайте на сайте