"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანდება" - ბაჩუკი ქარდავა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკს არ შეუერთდება, განცხადება ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.
ქარდავა წერს, რომ პარტიას არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატები ეყოლება და „გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში“ არ გაერთიანდება.
„დაოკდით ყველა, ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბიულეტენში იქნება. მაჟორიტარებიც ეყოლება. გაურკვეველი წარმოშობის ბლოკებში არ გაერთიანდება, მითუფრო თუ ამ ბლოკებს სახელად ჰქვიათ ბლოკები, რეალურად კი პარტიების შერწყმაა. დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, მაგრამ გიორგი ჭანტურიას პარტიაში დარჩენას ვამჯობინებ. მითუმეტეს, მე არ მაქვს უფლება სპირიდონ კედიას პარტია პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შევრწყა. ამას ცოტა ხმა და დიდი გული ჯობია,”-წერს ბაჩუკი ქარდავა.