„რესპუბლიკელები" და პირადად მე დარწმუნებული ვართ, რომ გვაქვს საჭიროება მომავალ პარლამენტში“ - დავით უსუფაშვილი

„რესპუბლიკელები და პირადად მე დავით უსუფაშვილი, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გვაქვს საჭიროება მომავალ პარლამენტში,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ შანსებზე, საარჩევნო ბარიერის გადალახვასთან მიმართებაში გააკეთა.

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ იმ რაიონებში, სადაც შეხვედრებს მართავენ და მათი მაჟორიტარი კანდიდატები იბრძვიან, მოსახლოების მხრიდან რესპუბლიკური პარტიის მისამართით დაინტერესება მაღალია.

„დღეს საარჩევნო გარემო არის უკეთესი, ამიტომ ყველა პარტიას, ყველა კანდიდატს აქვს შანსი, თავისი სიმართლე დაუმტკიცოს ქართველ ხალხს. რესპუბლიკელები და პირადად მე დავით უსუფაშვილი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ გვაქვს, საჭიროება მომავალ პარლამენტში და მოსახლეობა მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Читайте на сайте