რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება, მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო კომისიის პირველი თემატური ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში დახურულ კარს მიღმა იმართება, თუმცა მედიისთვის ღია იყო სხდომის მისასალმებელი ნაწილი, სადაც შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ მიმართა.

„ჩვენ რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება, მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ, რაც არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია. სასურველია, მაქსიმალურად ლაკონიური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, თუმცა სადაც საჭიროა ტექსტის განვრცობა, სტანდარტების აწევა და ა.შ. ბუნებრივია, ღია უნდა ვიყოთ ასეთი მსჯელობისთვის,” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის წევრის, ოთარ კახიძის, თქმით, პროცესი აჩვენებს, თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებს კომისია და რამდენად ადეკვატური იქნება ფორმატი.

ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ ვალდებულება უნდა აიღოს მოქალაქეების დასაქმების და ეს გარანტიები კონსტიტუციაში უნდა იყოს ასახული.

  

 

ავტორი: ნატა მახვილაძე

Читайте на сайте