საკონსტიტუციო კომისიის თემატური ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა
საკონსტიტუციო კომისიამ მუშობა დაიწყო. ადამიანის უფლებებისა და სასამართლო რეფორმის თემატურმა ჯგუფმა პირველი შეხვედრა პარლამენტში დღეს გამართა.
შეხვედრა რაიმე შედეგით არ დასრულებულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციის პრეამბულაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერის წინადადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის.
საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ინიციატივას ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები.
ფრაქცია ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის წევრის, ოთარ კახიძის, განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოყალიბებულები არიან, რომ ქალაქ ლაზიკას სტატუსის ჩანაწერი კონსტიტუციიდან უნდა ამოიღონ, რაც კახიძის შეფასებით, მათი მოსაზრებების არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს.
ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მოქალაქეების სოციალური უფლებების საკითხები აინტერესებთ.
ავტორი: ნატა მახვილაძე