ზიანს სინამდვილეში გამოასწორებს ხელისუფლების შეცვლა - ჭიაბერაშვილი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის გადაცემაზე
„ქართულ ოცნებას აქვს უნიკალურად მავნებლური ნიჭი, რომ საქმე გააფუჭოს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილის გადაწყვეტილებას. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს უბრუნდება.
„ზიანს კანონპროექტების ხელახლა შემოტანა და ძველის სტატუს-კვოს აღდგენა ვერ გამოასწორებს. ზიანს სინამდვილეში გამოასწორებს ხელისუფლების შეცვლა, ივანიშვილის ჩამოშორება მმართველობიდან და უკვე ახალი მთავრობის მიერ ინვესტორთა ნდობის დაბრუნება,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კურიერის ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ 2015 წლის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევით ქვეყანამ ეკონომიკური ზარალი მიიღო.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპული საქართველო ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს.