კრებაც, ალბათ, მოწვეული იქნება იმიტომ, რომ მსჯელობის საგანი მაინც გახდება ეს საკითხი - მამა ზურაბ მჭედლიშვილი
მამა ზურაბ მჭედლიშვილი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. ის საგამოძიებო პროცესის დასრულებას ელოდება.
„აუცილებელიც არის, ეკლესიას თავისი სამართლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ გამოიძიოს ეს საკითხი, საქმის კურსში იყოს. პატრიარქის მოწოდებაც სწორედ ასეთი იყო,“ - განაცხადა მამა ზურაბ მჭედლიშვილმა.
არჩევანის ეთერში მამა ზურაბ მჭედლიშვილი საპატრიარქოში არსებულ გარკვეულ დაჯგუფებებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„თუკი არსებობს ასეთი რაღაც, თუნდაც ასეთი დაპირისპირება ან ჯგუფები, აი ამ გამოძიების შემდგომ ეს გაცილებით მკაფიოდ გამოჩნდება,“ - განაცხადა მამა ზურაბ მჭედლიშვილმა.
მამა ზურაბ მჭედლიშვილი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის მოწვევას არ გამორიცხავს.
„თავისთავად, როცა ასეთ პრობლემასთან არის საკითხი, კრებაც ალბათ მოწვეული იქნება იმიტომ, რომ მსჯელობის საგანი მაინც გახდება ალბათ ეს საკითხი,“ - განაცხადა მამა ზურაბ მჭედლიშვილმა.