ხელისუფლებას ეშინია, რომ ხალხმა ჩამოართვას ის უფლება, რომელსაც ჰქვია ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება - იაგო ხვიჩია
„თუ გახსოვთ რაიმე, რაც 1960-იანი წლებიდან არ შეცვლილა,“ - საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის თაობაზე ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, იაგო ხვიჩიამ,არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ ქართველს ხალხს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ პოლიციელები ნარკოტიკებს პატიოსან ადამიანებს უდებდნენ. მისი თქმით, ეს სამართალდამცველებისადმი უნდობლობით არის გამოწვეული. იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ადამიანებიც, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალება მართლაც აღმოჩნდათ, მისთვის დამნაშავეები არ არიან.
„ჩემთვის ისინი არ არიან დამნაშავეები. ჩემი პოლიტიკური ძალისთვის ადამინები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას, არ არიან კრიმინალები. ნარკოტიკის მომხმარებლის განხილვა კრიმინალად, ჩემი აზრით, არასწორია განსაკურებით ამ ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ის აღნიშნავს, რომ დღეს არჩევანის სტუდიაში მყოფ პოლიტიკოსებს შორის, მის გარდა, მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე არავინაა.
„ამ ხელისუფლებას, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ხალხის გადაწყვეტილების ეშინია. ეშინია, რომ ხალხმა არ ჩამოართვას ის უფლება, რომელსაც ჰქვია ადამიანებისთვის ნარკოტიკების ჩადება, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ადამიანების შევიწროვება ჰქვია,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი აზრით, მარიხუანას ლეგალიზების საკითხი ქართველმა ხალხმა რეფერენდუმით უნდა გადაწყვიტოს.