ანა მარგველაშვილი მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება

პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი, დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის არის ბრალდებული, უდანაშაულოა.

გადაცემა არჩევანში ის მიხეილ თათარიშვილის დაკავების დეტალებს ყვება.

ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველები, სამოქალაქო ფორმებით, 3 ჯიპით მივიდნენ იმ სასადილოსთან, სადაც მისი მეგობრები იმყოფებოდნენ და მიხეილ თათარიშვილი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

„ჩემი სიძე, მინდია გოგოჭური, მისი მეგობარი, ლევან მაისურაძე და მიშო (მიხეილ თათარიშვილი) მოდიოდნენ ბათუმიდან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩერდნენ რაღაც სასაუზმეში სურამთან, შევიდნენ სასაუზმოდ და 5 წუთში, დაახლოებით, შემოვარდა შავებში ჩაცმული 5 კაცი, ამოუტრიალეს ჯიბეები, გინებით და ძალის გამოყენებით გაათრიეს გარეთ. მინდიას და ლევანს აკავებდნენ და მიშოს ამოუტრიალეს ჯიბეები. მიშო ეუბნებოდა, სუფთა ვარო და არფერი არ მაქვსო, დაადეს დანა მას და ჩატენეს მანქანაში,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.

ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებს მიხეილის ნივთები, მანქანა და არც 2 თანმხლები მეგობარი არ გაუჩხრიკავთ და მიხეილ თათარიშვილი პირდაპირ თბილისის სამმართველოში წაიყვანეს.

„18 აბი სუბოტექსის ჩადება ნიშნავს, რომ მორჩა, ადამიანს წირავ, ფაქტობრივად, სამუდამო პატიმრობისთვის,“ - აცხადებს ანა მარგველაშვილი.

მისი თქმით, მოწმეები, რომლებიც მიხეილ თათარიშვილის დაკავების ფაქტს შეესწრნენ, ძალიან დაშინებულები არიან. ის აღნიშნავს, რომ სასადილოს თანამშრობლემს ჩვენების მიცემამდე ძალიან ეშინოდათ, რომ გამომძებლები მათ დაემუქრებოდნენ.

Читайте на сайте