ჩვენი აქცენტი არის პირდაპირ მიმართული ლეგალიზაციის მიმართულებით - ლევან კობერიძე ნარკოპოლიტიკაზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ლევან კობერიძე, ჯანდაცვის კომიტეტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობებზე არჩევანის ეთერში საუბრობს.

პარლამენტის წევრის თქმით, პარლმენტში სწორედ მათ წამოწიეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ ისევე, როგორც საზოგადოებაში, მათ შორის, პარლამენტის უმრავლესობის წევრებსაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ლევან კობერიძის თქმით, დეკრიმინალიზაციას ადამიანის ჯანმრთელობასთან საკმაოდ დიდი კავშირი აქვს.

„ჩვენი აქცენტი არის პირდაპირ მიმართული ლეგალიზაციის მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადამიანებს ნარკოტიკული პირადი მოხმარების გამო ციხეში არავინ არ მიდიოდეს,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ. 

Читайте на сайте