დღეს გვყავს პოლიტიკურად მორჩილი პროკურატურა - ლევან სამუშია ხელისუფლებას აკრიტიკებს
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია, ნარკოტიკების ჩადების შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ჩადებები და უკანონო საქმიანობები ნაციონალური მოძრაობის დროსაც მიმდინარეობდა.
ლევან სამუშია საუბრობს, რომ ამ ყველაფრის შემაკავებელი სასამართლო უნდა იყოს. ლევან სამუშიამ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა მოიყვანა, სადაც აღნიშნულია, რომ გირგვლიანის საქმის წარმოებისას სასამართლო ჩართული იყო, რომ სამართალი არ აღსრულებულიყო.
ქართული ოცნების წევრი, ლევან კობერიძე, გამოეხმაურა ლევან სამუშიას სასამართლოს მიმართ კრიტიკას და აღნიშნა, რომ სასამართლოს საქმიანობაში ქართული ოცნების ხელისუფლება არ ერევა.
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ხელისუფლებას მოსამართლე გოგინაშვილის დაწინაურების გამო აკრიტიკებს.
„თქვენი ხელისუფლების პირობებში, იმ სასამართლოს რეფორმის პირობებში, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ აუცილებლად, დაწინაურებულია დღეს და აპელაციაშია და თავის კოლეგებს უწევს ზედამხედველობას. ეს არის პირდაპირი მესიჯი სასამართლოს მხრიდან, რომ, თუ იქნებით მართულები, თუ იქნებით პოლიტიკურად ლოიალურები, არ არის საუბარი არაფერზე. დღეს გვყავს პოლიტიკურად მორჩილი პროკურატურა,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.