საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ სამართალდარღვევასთან, რომელშიც ჩარეულები არიან მაღალი რანგის პოლიტიკოსები - კოტე იოსელიანი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, კოტე იოსელიანი, არჩევანის ეთერში ინსტიტუციების ჩამოშლაზე საუბრობს. მისი თქმით, ნარკოტიკების ჩადებამ უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო.
„ამ ყველაფერმა მიიღო რეგულარული ხასიათი. თუკი ადამიანებს უდებენ აკრძალულ ნივთიერებებს, ეს არის უკვე სისტემური დანაშაული იმიტომ, რომ არის უკვე ბრძანების გამცემი, არის შემსრულებელი და ეს ხდება და ხორციელდება მუდმივად,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს და მან აღიარებითი ჩვენება ამიტომ მისცა.
„სინამდვილეში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნებასთან და კარგად ორგანიზებულ სამართალდარღვევასთან, რომელშიც ჩარეულები არიან, როგორც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ასევე მოქმედი პოლიციელები, ეს არის ყველაზე ცუდი,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.