მეჭიაური Prime Time-თან გაკეთებულ განცხადებას რუსთავი 2-თან საუბრის დროს უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური Prime Time News-თან გაკეთებულ განცხადებას უარყოფს. 

"არ ვიცი, შეიძლება ნიკა გვარამია ნათელმხილველია და შეიძლება, რაღაც იცის. წინასწარ, მოსამართლის გარდა, ვინ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ხვალ. შეიძლება, ისიც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ისეთი რა პირადი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, რომ აშინებდნენ, ჩვენთან ორიენტაციის გამო არავის სჯიან," - ეს განცხადება მეჭიაურმა Prime Time News-თან საუბრის დროს გააკეთა. 

ამ განცხადების შემდეგ კურიერი მეჭიაურს დაუკავშირდა, სადაც მმართველი გუნდის წევრმა ეს განცხადება უარყო. 

Читайте на сайте