მინისტრთა კაბინეტი საგადასახადო სისტემის რეფორმირებას გეგმავს
ეკონომიკური განვითარების 4 პუნქტიანი სამთავრობო გეგმა-პრემიერის ინიციატივით მინისტრთა კაბინეტი, საგადასახადო სისტემის რეფორმირებას გეგმავს. ცვლილებების მთავარი შემადგენელი ნაწილი ის შეთავაზებებია, რომელიც ბიზნესსექტორს მოგების გადასახადის ნაწილში დაუწესდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემთხვევაში ოპოზიცია საბიუჯეტო პრობლემებს პროგნოზირებს, რაც ისევ ქვეყნის ეკონომიკას დააწვება და პრემიერისგან ცვლილებებთან დაკავშირებით მეტ კონკრეტიკას ითხოვს.
საგადასახადო რეფორმის პროექტი ესტონური მოდელით დღეს პრემიერმა ბიზნესწრეებს გააცნო. მთავრობა მოგების გადასახადისგან იმ კომპანიების გათავისუფლებას გეგმავს, ვინც ქვეყანაში რეინვესტიციას განახორცილებს.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაც დაანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა კატეგორიის დანაშაულზე არ იქნება გამოყენებული პატიმრობა.
მოგების გადასახადის ნაწილობრივ გაუქმების შემთხვევაში, ექსპერტების გათვლებით, ბიუჯეტს ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიონი დააკლდება. მათი თქმით, დანაკლისის შევსება სახელმწიფო ვალის აღების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი