აშშ-ს ელჩი წინასაარჩევნოდ თანაბარი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

დემოკრატიის ძიებაში–ამ სახელწოდებით დებატები გაიმართა, რომელშიც მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურებთან ერთად შეერთებული შტატების ელჩიც მონაწილეობდა.

იან კელიმ საკუთარ გამოსვლაში მოახლოებულ არჩევნებზე, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფალ მედიაზე ისაუბრა.

„ძლიერი დემოკრატია დამოკიდებულია ძლიერ ეკონომიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე. სტაბილურობის საუკეთესო გარანტორი ღიად ჩართული საზოგადოებაა, სადაც იქნება პოლიტიკური პლურალიზმი და კანონის უზენაესობა დაცული. ამის მისაღწევად საჭიროა თანაბარი გარემო მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე. ძლიერი დემოკრატია ასევე ეფუძნება დამოუკიდებელ სასამართლოს. საქართველომ უნდა განაგრძოს შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ოპოზიცია შეძლებს თავისუფლად აზრის გამოხატვას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ თავისუფალ მედიაგარემოს,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

Читайте на сайте