"სოკართან" მოლაპარაკებების გამო ხელისუფლებამ შესაძლოა "გაზპრომის" შეთავაზებაზე უარი თქვას
სოკართან მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა საქართველომ გაზპრომზე უარი თქვას. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული საიტი ავრცელებს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს საფუძველზე. ვალიშვილის განცხადებით, ბაქო თბილისისთვის კონკურენტულ ფასს აწესებს, რუსეთის მიერ შემოთავაზებული ფასი კი ამ ეტაპზე ქართული მხარისთვის მიუღებელია.
მარიამ ვალიშვილი განმარტებებს ქართულ მედიასთან არ აკეთებს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კი აცხადებს, რომ რუსეთთან და ირანთან მოალაპარაკებების ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული. ასეთი ჩანაწერის პოვნა ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში უჭირს ოპოზიციას.
უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში მისვლას და ხელშეკრულების დოკუმენტაციის გასაჯაროებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით მოლაპარაკებები სოკართან და გაზპრომთან ყოველდღიურ სატელეფონო რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, მზადდება თუ არა ხელშეკრულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და ვინ მოაწერს დოკუმენტს ხელს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.